Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 უნქტების, ანდრია რაზმაძის   სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის დებულების მე-10  მუხლის   პირველი  პუნქტის,  ინსტიტუტის დირექტორის ნინო ფარცვანიას 2024 წლის 25 დეკემბრის   N35029/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 25 დეკემბრის სხდომის ოქმი N7) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ      – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით    ერთეულში        - ანდრია    რაზმაძის     სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტში უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლების შესარჩევად  დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თორნიკე   ქადეიშვილი      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის გეომეტრიისა  და ტოპოლიგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ბ) ნუგზარ   შავლაყაძე      - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის      ანდრია  რაზმაძის   სახელობის  მათემატიკის ინსტიტუტის  დრეკადობის მათემატიკური თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

გ)  ალექსანდრე მესხი  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის    ანდრია რაზმაძის სახელობის   მათემატიკის  ინსტიტუტის მათემატიკური ანალიზის  განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

დ)  მერაბ ელიაშვილი  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის      ანდრია  რაზმაძის   სახელობის    მათემატიკის   ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ე) მიხეილ მანია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის  სახელობის    მათემატიკის  ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის      განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ   - თორნიკე ქადეიშვილი, საკონკურსო კომისიის   თავმჯდომარის  მოადგილედ  -  ნუგზარ  შავლაყაძე და     საკონკურსო  კომისიის მდივნად -  ალექსანდრე მესხი.

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 5 თებერვლისა.

5.წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს  დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია